20 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
პრემიერის გადაწყვეტილებით ანტალიაში დარჩენილ ქართველებს სპეციალური რეისით დააბრუნებენ

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ანტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ღამით, სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ. ხარჯებს კი მთავრობა დაფარავს.

საქართველოს 130 მოქალაქე უკვე მეორე დღეა ანტალიიდან თბილისში გამოფრენას ელოდება. მათ შორის არიან ბავშვებიც.

ისინი თურქეთში დასასვენებლად იყვნენ ჩასული. პრობლემები კი გამოფრენის დღეს შეექმნათ, როდესაც მათი თქმით ავიაკომპანიამ რეისის შესრულებაზე უარი თქვა.

დღის ამბები