რთველი2015-ის მესამე დღე გურჯაანში ისევ აქციით დაიწყო. მევენახეები იკრიბებიან საგარეჯოს გამგეობასთანაც.
მოთხოვნა უცვლელია - კახელები ყურძნის ფასის გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სახელმწიფომ საფერავი - ლარნახევარად, რქაწითელი კი ლარად უნდა ჩაიბაროს.
აქციის წევრები ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გუბერნატორთან და კახეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვენ.
მათ აინტერესებთ, ხელისუფლებამ ყურძნის ჩაბარების ფასი რა კრიტერიუმებით დაადგინა.
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მევენახეები მასშტაბურ პროტესტს გეგმავენ.
ამ დრომდე აქციის მონაწილეებს არავინ შეხვედრია.