20 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
მთავრობა სუბსიდირებას საერთოდ არ გეგმავდა - კალაძის კომენტარი მევენახეების აქციაზე

რთველის სუბსიდიაზე დღეს კომენტარი ვიცე-პრემიერმა გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო სუბსიდიას საერთოდ არ გეგმავდა, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო მათ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

„ბევრ ქვეყანაში შევძელით ქართული ღვინის გატანა და ამ ბიზნესის მარკეტინგულად გაფართოვება. ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა მივეცით, სახელმწიფო დაეხმარა სხვადსხვა ქვეყნებში ღვინის გატანაში. არ იგეგმებოდა სუბსიდირება. თუმცა, ის პრობლემები, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში ვითარდება, სუბსიდირებაზე გადაწყვეტილება ამის შემდგომ მივიღეთ,“ - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები