20 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
საყდრისის 90-მილიონიანი წილი 6 მილიონად გაიყიდა

კომპანია RMG-ის წილების გასხვისების შესახებ განცხადებას საყდრისის დაცვის კომიტეტი აკეთებს.

მაღაროს დამცველების განცხადებით, რუსმა მილიონერმა, დიმიტრი ტროცკიმ, საყდრისის მაღაროს აფეთქების შემდეგ, წილების გასხვისება მიზერულ ფასად დაიწყო.

მათი თქმით, გაურკვეველია, როგორ იყიდა ავსტრიულმა კომპანიამ 90 მილიონი დოლარის ღირებულების ბოლნისის პროექტის 50% 6 მილიონ დოლარად.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები ხელისუფლებისა და RMG-გან განმარტებებს ითხოვენ.

დღის ამბები