20 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ხიჯარაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს

13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ხიჯარაძეებს კომპენსაციად მხოლოდ 500 ლარი მისცეს.

სოციალურად დაუცველი სამშვილიანი ოჯახი კვლავ ძველ საცხოვრებელს დაუბრუნდა.

ისინი სტიქიამდე წყნეთის ხევში, მეზობლის ბოსელში ცხოვრობდნენ და, რადგან მათი საცხოვრებელი ფართი წლების წინ შინაურ ცხოველებს ეკუთვნოდა და მათ სახელზე არ იყო გაფორმებული, ოჯახი კომპენსაციისა და ალტერნატიული საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

დაზარალებულებს დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის წარმომადგენლებმა მოინახულეს და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ, ხელისუფლებას დროულ რეაგირებას სთხოვს.

„ხელისუფლების უუნარობის გამო უწევთ ამ ადამიანებს გაუსაძლის პირობებში ცხოვრება. გაუგებარია, სად წაიღო მერიამ ის 25 მილიონი ლარი, რომელიც სხვადსხვა საქველმოქმედო ფონდებიდან ჩაირიცხა სტიქიით დაზარებულთა ფონდში,“ - აცხადებს ზვიად კუპრავა.

დღის ამბები