ზემო ავჭალის მოსახლეობას სატრანსპორტო მომსახურება შეუჩერდა. ადგილობრივები მიზეზად გზის გაუმართაობას და გამგებლის შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებენ.
გლდანის რაიონის გამგებლის, ბესიკ ქარცივაძის, განცხადებით, საკითხის გადაჭრას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყლის პრობლემა აჭიანურებს.
მითითებულ მონაკვეთში კი სატრანსპორტო მომსახურებით 350-ზე მეტი ადამიანი სარგებლობდა.
მოსახლეობა დროულ რეაგირებას ითხოვს.