20 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
კახელების პროტესტი - გლეხები ვენახებიდან ქუჩაში გამოვიდნენ

კახელმა მევენახეებმა მოსავლის გადასარჩენად ხელისუფლებას საჯაროდ ერთი კვირის წინ მიმართეს. ისინი ყურძნის ჩამბარებელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვდნენ. რამდენიმედღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ კი ვენახებიდან ქუჩაში გადაინაცვლეს.

ჩამბარებელი პუნქტების დროულად გახსნის გარდა, ადგილობრივებმა რთველის დაწყებამდე საწარმოების მიერ დაანონსებული ყურძნის ფასის ცვლილებაც მოითხოვეს.

მათი თქმით, ერთ კილო საფერავში გადახდილი 75 თეთრით, ხოლო ერთ კილო რქაწითელში გადახდილი 60 თეთრით, მოსავლის მოყვანის დანახარჯებსაც ვერ ფარავენ.

პროტესტის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ყურძენზე დაწესებულ სუბსიდიას ვერ გაზრდის და ვერც საწარმოების საქმიანობაში ჩაერევა. გლეხებს კი ყურძნის სახლში დაწურვა ურჩია.

ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლების ნაწილმა გლეხების აქცია ხელოვნურად მართულ პროტესტად შეაფასა.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები