80-მდე დაზიანებული სახლი, განადგურებული სავარგულები და დახოცილი შინაური ფრინველი - ლაგოდეხი სტიქიამ ისევ დააზარალა.
ძლიერი ქარი და სეტყვა თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაზარალებული 4 სოფლიდან ყველაზე რთული ვითარებაა გელათშია, სადაც სახლების სახურავები თითქმის მთლიანად განადგურებულია.
სიმინდი, საზამთრო და ბოსტნეული, - ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვამ მთელი მოსავალი გაანადგურა. ისინი დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. ზუსტი ოდენობის დადგენის შემდეგ მონაცემები ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეგზავნება.
ავტორი: თეონა ცხომელიძე