მევენახეები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ და კონკრეტული პასუხს ორშაბათს ელოდებიან.
კახელი გლეხები რეგიონში მთავრობის სრული შემადგენლობის ჩასვლას ითხოვენ. ფასი, რომელსაც მთავრობა გლეხებს ყურძნის ჩაბარების სანაცვლოდ სთავაზობს, მათთვის კატეგორიულად მიუღებლია.
კახეთში გამართული აქციების მიუხედავად, მევენახეებს მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ შეხვედრია. მოგვიანებით მათთან რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მივიდა.
კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ აქციებს მევენახეები ორშაბათამდე შეწყვეტენ.
მთელი დღის განმავლობაში დღეს რიგები იყო ყურძნის ჩამბარებელ პუნქტებთან.
იმ შემთხვევაში, თუ ყურძნის ჩაბარებაზე ფასი არ მოიმატებს, კახელი გლეხები პერმანენტულ აქციებს უკვე თბილისშიც არ გამორიცხავენ.
ავტორი: ნატა მახვილაძე