26 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
ევერესტთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ევერესტთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. ბორტზე მფრინავი და 5 ტურისტი იმყოფებოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა ხმელეთთან კონტაქტი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაკარგა.

ნეპალელ მფრინავს უცხოელი ტურისტები ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში მიჰყავდა, მანამდე კი მათ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი დაათვალიერებინა. სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენმა, რომელიც კატმანდუდან გაფრინდა, ცუდი ამინდის გამო კატასტროფის ადგილზე დროულად დაშვება ვერ შეძლო.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები