20 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
გორის რაიონში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო დალუქეს

გორის რაიონის სოფელ ლევიტანაში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.  საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული ფიჭვის სახეობის პირველი ხარისხის სამასალე მერქანი. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და სხვა შესაბამისმა სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ასევე, ადგილზე ამოიღეს სატვირთო ავტომანქანა, რომლის ძარაზეც განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული და დამუშავებული ხე-ტყე.


მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეგირებისათვის გადაიგზავნება შესაბამის ორგანოში.

ფოტო:არქივი

დღის ამბები