13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ თბილისის ზოოპარკი გაიხსნა. დილის 10:00 საათიდან ზოოპარკი უკვე ღიაა, თუმცა გახსნის ოფიციალური ნაწილი 12:00 საათზეა დაგეგმილი. გახსნის ცერემონიალის ფარგლებში მოეწყობა ფოტოგამოფენა.
ვიზიტორები მხოლოდ ზოოპარკის ზედა ნაწილის დათვალიერებას შეძლებენ. სწორედ ამ ტერიტორიის აღდგენა გახდა შესაძლებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად.
ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურებული ქვედა ტერიტორიის აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ახალი ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება.
თბილისის ზოოპარკი 2016 წლის გაზაფხულისთვის ახალი ცხოველების ჩამოყვანას გეგმავს. გარდა ამისა უკვე დამტკიცებულია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის პროექტიც.