26 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
ამინდი ისევ შეიცვლება და ტემპერატურა დაიკლებს - სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

მათივე ცნობით, 15-17 ივლისს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, დასავლეთ საქართველიში 16-17 ივლისს ტემპერატურა სამი-ოთხი გრადუსით დაიკლებს.

"თბილისში 12-14 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება," - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

დღის ამბები