26 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
კახეთში ალოობა დასასრულს უახლოვდება - ქერისა და ხორბლის რეალიზაციაში ფერმერებს ხელისუფლება ეხმარება

ქერისა და ხორბლის რეალიზაციაში ფერმერებს ხელისუფლება ეხმარება. მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ, პრემიერის ინიციატივით, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასური დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში 10 ივნისიდან შევიდა. 2023 წლის პირველ ნოემბრამდე შეიზღუდება დაღერღილი ხორბლის იმპორტი. გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ხორბლის იმპორტის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე.

ეკონომიკურ საბჭოზე აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით უწევთ.

დღის ამბები