20 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
თბილისში ყურძნის სარეალიზაციო პუნქტები გაიხსნა

თბილისში ყურძნის სარეალიზაციოდ ტერიტორიები გამოიყო. ინფორმაცია ამის შესახებ თბილისის მერიამ გაავრცელა. დავით ნარმანია კი ამბობს, რომ ამ ცენტრების გამოყოფა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. 

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილის საფუძველზე რაიონულ გამგეობებში გამოვყავით ადგილები ყრუძნის რეალიზაციისთვის. 10-ვე რაიონში და ბაზრობების ტერიტორიაზე გამოყოფილია ადგილები. ამ ადგილებზე გარე ვაჭრობა დასაშვებია,"- აცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია. 

ყურძნის სარეალიზაციოდ 15 ადგილი განისაზღვრა. ამ ეტაპისთვის გამოყოფილია 6 ძირითადი ტერიტორია, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე 9 სარეალიზაციო პუნქტი დაემატება. 

1. ხეთაგუროვის ქუჩა (წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია);
2. კონსტიტუციის ქუჩა;
3. ნორიოს აღმართი (კუკია);
4. პეტრე იბერის ქუჩა (დიდი დიღომი);
5. პაიჭაძის ქუჩა (დიღმის მასივი);
6. რესპუბლიკის მოედანი;
საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ადგილები დამაემატება შემდეგ მისამართებზე:
7. დაბა წყნეთი;
8. 9 ძმის ქუჩა (კუკია);
9. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;
10. გობრონიძის ქუჩა (მუხიანი);
11. ლიბანის ქუჩა (ავჭალა);
12. პეტრიწის ქუჩა (დიდი დიღომი);
13. ჩოლოყაშვილის ქუჩა;
14. ვაზისუბანი (თ.დავითაიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია);
15. ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა (ვარკეთილი);

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზზე: 247 01 01. 

 

 

 

დღის ამბები