საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად ოპერის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა.
პრეზიდენტის სასახლეში ის მუსიკოსები მიიღეს, რომლებიც დღეს ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ნატვრის ხის მიერ ორგანიზებულ კონცერტში იღებენ მონაწილეობას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებთან საუბრისას აღნიშნა, იგი მიესალმება მსგავსი სახის საქველმოქმედო აქტივობებს და წარმატებებს უსურვებს პროექტის მონაწილეებს.
გალა კონცერტი დღეს საღამოს 9:00 საათზე ფილარმონიაში გაიმართება. შემოსული თანხით 4 ბავშვის დახმარება იგეგმება.