ჭიკაანის ღვინის ქარხნის წარმომადგენლებმა რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება არ მისცეს.
მათ კურიერის კორესპონდენტსა და ოპერატორს ქარხნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რუსთავი 2 არაკომპეტენტური არხია და მოვლენებს არასწორად აშუქებს.
ქარხნის წარმომადგენლების ამ მოთხოვნის მიუხედავად რუსთავი 2-ის გადამღებმა ჯგუფმა რთველი 2015-ის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელისგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
არსებული ინფორმაციით ქარხანაში დასეტყვილი ყურძნის მიღება უკვე დაწყებულია. დაზიანებულ ყურძენში კერძო კომპანია 5 თეთრს სახელმწიფო კი 35 თეთრს იხდის. ჯამში კი გლეხი 1 კგ. დაზიანებულ ყურძენში 40 თეთრს აიღებს, თუმცა დღეს დილიდან კურიერის გადამღებ ჯგუფს ქარხანაში ყურძნის ჩაბარების ფაქტი არ დაუფიქსირებია.