27 მაისი 2024,   07:52
ვრცლად
უკრაინის ქალაქებს საოკუპაციო ძალები ირანული კამიკაძე დრონებით ანადგურებენ - საჰაერო განგაშის სიგნალი ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ოლქში ჩაირთო

უკრაინის ქალაქებს საოკუპაციო ძალები ირანული კამიკაძე დრონებით ანადგურებენ - საჰაერო განგაშის სიგნალი ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ოლქში ჩაირთო, ომში მყოფ ქვეყანას 17-მა ირანულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია, რომელთა უმეტესობა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. კიევი მოსკოვს ანალოგიური ტაქტიკით პასუხობს, უკრაინული დრონები კურსკის, ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქებში შეფრინდნენ. უკრაინული საფრენი აპარატების აფეთქებას რუსეთის ტერიტორიაზე მსხვერპლი მოყვა, არიან დაჭრილებიც.

კიევი უტევს ბახმუტსაც, სადაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა წინ კიდევ რამდენიმე კილომეტრით წაიწიეს. ქვეყანას კონტრშეტევების წარმატებით განსახორციელებლად ის დასავლური შეიარაღება ეხმარება, რომელსაც უკრაინა უკვე ერთი წელია იღებს. მათ შორისაა კასეტური საბრძოლო მასალაც, რომლის გადაცემა კიევისთვის ვაშინგტონმა ოფიციალურად დაადასტურა. შეერტებული შტატები ირწმუნება, რომ მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში აკრძალულ კასეტურ ჭურვებს უკრაინა რუსეთისგან განსხვავებით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ გამოიყენებს.

176 აფეთქება დაფიქსირდა სუმის ოლქში. ტერიტორია რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება რის გამოც, ადგილობრივ მოსახლეობა აგრესორის მუდმივი იერიშის სამიზნეა. მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალამ 6 კერძო სახლი გაანადგურა. მძიმედ დაშავდა 4 მშვიდობიანი. შუა ხნის მამაკაცის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს.

უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევას, რუსეთის ვორონეჟის ოლქში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოჰყვა. კრემლი განადგურებული ობიექტის შესახებ ცნობებს არ ავრცელებს, მაგრამ საჰაერო იერიშში კიევს ადანაშაულებს. ბრალდებებს უპასუხოდ ტოვებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. უწყება მხოლოდ ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას მიმოიხილავს და რუსული არმიის დანაკარგზე განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ფრონტზე ყოველდღიური კოლოსალური დანაკარგის გარდა რუსეთის არმიაში კიდევ ერთი პრობლემაა. პუტინი სამხედრო ხელმძღვანელობაში მოღალატეებს ეძებს. რუსეთში „ვაგნერის" ჯგუფის ამბოხის შემდეგ 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი დააკავეს. ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი" კრემლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის გენერალი სერგეი სუროვიკინია, რომელსაც პრიგოჟინის ამბოხის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნით ადრე ჰქონდა, თუმცა მასში მონაწილეობა არ მიუღია.

რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი, რომლის ლიკვიდაციის შესახებაც კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია რამდენიმე დღის განმავლობაში საუბრობდა.

მანამდე უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს დასავლეთი. ვაშინგტონმა კიევს დაპირებული კასეტური საბრძოლო ჭურვები გადასცა. ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები კი უკრაინის აღდგენისთვის დამატებით 400 მილიონ ევროს გამოყოფენ.

დღის ამბები