უკანა ფშავში ორი მწყემსი მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მამაკაცს ჭროლბა ცეცხლსასროლი იარაღით თავში, მეორეს კი გულ-მკერდის არეში აღენიშნება. ადგილობრივების განცხადებით, გატაცებულია ცხვრის ნაწილიც.
აზერბაიჯანელი და ქართველი მწყემსები მოვაჭრემ შემთხვევით მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ცხვირს საყიდლად უკანა ფშავში ჩავიდა.
მხარის გუბერნატორის ინფორამციით მათი გადმოსვენება შსს-ს ვერტფრენებით მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.