27 მაისი 2024,   07:58
ვრცლად
პუტინის განცხადებით, უკრაინის მცდელობა გაარღვიოს რუსეთის თავდაცვა, წარუმატებელია

უკრაინის მცდელობა გაარღვიოს რუსეთის თავდაცვა წარუმატებელია, - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან გააკეთა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინა კონტრშეტევისთვის რეზერვებსაც იყენებს, მაგრამ ამის მიუხედავად, კონტრიერიშების დაწყების პერიოდიდან რუსული თავდაცვის გარღვევის მცდელობები წარუმატებელია.

„მტრის ყველა მცდელობა, გაარღვიოს ჩვენი თავდაცვა, რაც მათი მიზანია და სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას მოიცავს , კონტრიერიშის მთელი პერიოდის განმავლობაში, წარუმატებელი იყო“, - აცხადებს პუტინი.

დღის ამბები