20 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
13 ივნისს დაზიანებული ახალი გზის ნაწილი ხვალიდან გაისხნება

ახალი გზის მონაკვეთი თამარაშვილის გამზირიდან პოლიციის შენობამდე ხვალიდან ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს.

დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ტერიტორია დაათვალიერა და განმარტა, რომ უახლოეს დღეებში ამ მონაკვეთის გარდა ცალმხრივად აღდგება გზა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის მიმართულებით და ასევე გვირაბი, რომელიც იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიას ახალ გზასთან აკავშირებს.

"ავტომობილები თამარაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ გმირთა მოედნისკენ. ერთის მხრივ გადავლენ ხილიანზე, მეორეს მხრივ პოლიციის შენობის გავლით ჭავჭავაძეზე გაივლიან. გმირთა მოედნიდან ავტომობილებსაც შეეძლებათ ამ მიმართულებით მოძრაობა,"- განაცხადა დავით ნამრანიამ. 

 

 

დღის ამბები