20 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
აქციებით, დაკავებებით და ხმაურით დაწყებული რთველი 2015

კვირაზე მეტია კახეთში ვნებათაღელვა არ ცხრება. გზების გადაკეტვა, აქციები, გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული უკმაყოფილო მევენახეები, გლეხების ძალისმიერი დაკავებები, უპასუხოდ დარჩენილი კითხვები და მთავრობის წევრების გაუგებარი ახსნა-განმარტებები, ასე იწყება რთველი 2015.

მოსავალს კერძო ქარხნები არ იბარებენ. მევენახეები იმედს სახელმწიფო სუბსიდიაზე ამყარებდნენ, ყურძენზე დადგენილი დაბალი ფასი მათთვის მიუღებელია, კრეფვა კი დღითიდღე გვიანდება.

„როგორ შეიძლება ლარზე ნაკლები დაადო ყურძენს, მეტიც უდნა ღირდეს, მე ვიცი რა ძნელია მოვლა,“- ამ სიტყვებით ბიძინა ივანიშვილმა კახელებს 2012 წელს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მიმართა. ბევრმა ვენახებიც გააშენა. შარშანდელი მაღალი ფასის გამო, კრედიტებიც აიღეს, მაგრამ ახლა ვეღარ ისტუმრებენ.

სამთაწყაროს მაცხოვრებლები შიშობენ, რომ ყურძენზე დადგენილი დაბალი ფასი, მთელ სოფელს დაეტყობა. ისედაც სიღარიბეში მყოფები ამ ზამთარს უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდებიან.

იდენტურია კახეთის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები მევენახეების მდგომარეობა.

ავტორი:გვანცა სუთიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები