20 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
სოფლები, რომლებიც პრესტიჟულ რაიონს ეკუთვნის და სადაც მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

სოფელ თელოვანში 6 კილომეტრის მანძილზე ტრანსპორტი არ დადის, სკოლა არ არის. ბავშვები სკოლაში სიარულზე გაცილებით მეტ დროსა და ენერგიას ხარჯავენ, ვიდრე სწავლაზე. ნებისმიერ ამინდში ფეხით სამ საათს დადიან. ეს თბილისის პრესტიჟული საბურთალოს რაიონია.

თელოვანის მსგავსად დიდგორიც საბურთალოს რაიონს ეკუთვნის. ტრანსპორტი აქაც პრობლემაა. უგზოობის გამო, ნახევარი წლის წინ დანიშნული ავტობუსი ზამთარში სოფლის შესასვლელამდე მიდის.

უგზოობა დიდგორის მოსახლეობის ერთადერთი გასაჭირი არ არის. ადგილობრივების თქმით მათ არ აქვთ წყალი და გაზი, ის მხოლოდ სოფლის დასაწყისამდეა მიყვანილი.

უკვე მერამდენედ, მერიიდან მიიღეს დაპირება, რომ სოფელს მალე გაზი ექნება. თუმცა, მოსახლეობა ჩივის, რომ დიდგორამდე უკვე მიყვანილი მაგისტრალიდან მოსახლეობამდე მილების გაყვანა შესაძლოა პრობლემად იქცეს, რადგან სახლების უმეტესობა რეესტრში დარეგისტრირებული არ არის.

უგაზობის პრობლემა დიდგორის მსგავსად სოფელ თელოვანსაც აწუხებს. 

ავტორი:თაკო მესხი

დღის ამბები