მონასტერი, რომელმაც ოკუპაცია შეაჩერა უსახსრობის გამო ვეღარ შენდება. 4 წლის წინ სოფელ დვანში ჩაყრილ საძირკველს ბალახი მოედო, არმატურა დაჟანგდა. არადა ჯერ კიდევ აუშენებელმა ტაძარმა რუსულ მცოცავ ოკუპაციას სოფელ დვანის კუთვნილი მიწის ეს ნაწილი წაართვა.
მონასტრის მშენებლობა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, ეს დვანელი მრევლის სურვილიცაა. იმედი აქვთ, რომ ამ სტრატეგიულ ადგილას ეკლესიის მშენებლობის დამფინანსებლები გამოჩნდებიან.
საპატრიარქო საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონით ფინანსდება. ამას შემოწირულობებიც ემატება და შედეგად ქვეყანაში უამრავი ახალი ეკლესია შენდება. არის თუ არა საოკუპაციო ხაზზე ტაძრის მშენებლობა გამიზნულად შეჩერებული, ამაზე დვანის წინამძღვარს თავის პასუხი აქვს.
დვანელების თქმით, იქ სადაც იონე ნათლისმცემლის თავისკვეთის ტაძარი შენდება, ხშირი იყო ადგილობრივების გატაცების შემთხვევები. დვანელი წინამძღვარი მრევლთან ერთად დახმარებას ითხოვს, რადგან მცოცავი ოკუოპაცია ახლოსაა და კიდევ ერთი მიწის ნაკვეთის დაკარგვის შანსი დიდია.
ავტორი:ეკა ქადაგიშვილი