20 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
რეზო ჭეიშვილი-მწერლისა და დრამატურგის გზა წარმატებისაკენ

მწერალი და დრამატურგი რეზო ჭეიშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ის სხვადასხვა პერიოდში იყო ჟურნალ განთიადის მთავარი რედაქტორი, კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო კოლეგიის წევრი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი.

რეზო ჭეიშვილი რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეტი იყო. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მწერალს 2012 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა.

იგი არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის მზიანეთი, ზღვის მგელი, ავტოპორტრეტი, ფედია, ჩემი მეგობარი ნოდარი, გამოაღეთ ფანჯრები, გათენების წინ, ჭიდაობას რა უნდა, ექსპრეს - ინფორმაცია, ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი- სცენარის ავტორი.

1992-1995 წლებში რეზო ჭეიშვილი მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატად  აირჩიეს.

ავტორი: თეა ადეიშვილი

 

დღის ამბები