20 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
სასამართლო "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ და დახურული თოქ-შოუები-საშემოდგომო სატელევიზიო სეზონი იწყება

საშემოდგომო სატელევიზიო სეზონი საქართველოში სიურპრიზებით დაიწყო. საეჭვო სასამართლო სარჩელები რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, დახურული პოლიტიკური თოქ-შოუები და გადაცემები. ამ ყველაფერთან ერთად  პირველი არხის ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ მას სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ.

ჯერ კიდევ GDS-ის, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუების წამყვანებამდე ეთერი დაკარგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა წამყვანებმა, მაესტროს ოთხმა წამყვანმა და მაესტროსავე საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

ახლა ყველა ელის, რას დაადგენს მოსამართლე, რომელსაც რუსთავი ორმა მთელ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, წილებსა და ანგარიშებზე დადებული ყადაღის ახსნა მოსთხოვა. საზოგადოებას არც დახურულ თოქ-შოუებზე მიუღია პასუხი. ამ ყველაფრის გამო მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე უკვე გაკეთდა მინიშნებები  უცხოელი ექსპერტებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. 

ავტორი:თენგო გოგოტიშვილი

 

 

დღის ამბები