20 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
უშუქობის გამო ბათუმის კინოფესტივალს პრობლემები შეექმნა

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი უშუქობის გამო ნახევარი საათით შეწყდა. კინოფესტივალზე მისული სტუმრები საზაფხულო თეატრიდან გამოვიდნენ და ქუჩაში წვიმაში ელოდებოდნენ ელექტროენერგიის მოსვლას. 

ელექტროენერგია საზაფხულო თეატრში სწორედ მაშინ წავიდა, როდესაც ფესტივალი საზეიმოდ ოთარ იოსელიანის ფილმით ზამთრის სიმღერით იხსნებოდა. რეჟისორმა მომხდარის შემდეგ თეატრის შენობა და მიმდებარე ტერიტორია დატოვა და სასტუმროში გაემგზავრა. 

კინოფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით რეჟისორის წასვლა დაგეგმილი იყო და ელექტროენერგიის წასვლის გამო იოსელიანი არ გაბრაზებულა. 

ბათუმის ბულვარში ელექტროენერგია რამდენჯერმე მოვიდა, თუმცა კლავ ჩაქვრა. საბოლოოდ პრობლემა ნახევარ საათში მოგვარდა და კინოფესტივალი განახლდა. 

საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში უკვე მეათედ იმართება. ხვალ ზღვისპირა ქალაქში ნასტასია კინსკის ელოდებიან, რომელიც წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალის სახეა.

დღის ამბები