ამ წუთებში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 4 ბავშვის გადასარჩენად საქველმოქმედო კონცერტი მიმდინარეობს.
კონცერტი ნინო სურგულაძის საქველმოწმედო ორგანიზაციის ნატვრის ხის ორგანიზებით იმართება და მასში ქართველი და უცხოელი საოპერო ვარსკვლავები ღებულობენ მონაწილეობას.
დღეს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მსმენელი 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილაიტო, მსოფლიო დივა დანელია დესი და სხვები ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერებენ.
"დღევანდელი კონცერტი ჩემთვის საციცოცხლოდ მნიშნველოვანი და საპასუხისმგებლოა. ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩემს კოლეგებში. არ არსებობს ეს ემოცია არ გადმოვიდეს მაყურებელზე. ეს არის დიდი სიკეთე და მადლი, რომელიც ბედნიერს გაგვხდის,"- განაცხადა მომღერალმა ნინო სურგულაძემ.
დღევანდელი საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხით ფონდი 4 ბავშვის გადარჩენას შეეცდება, რომლებსაც საზღვარგარეთ სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებათ.
დღესვე სცენაზე იმღერებს მომღერალი ნინო ჩიქოვანი, რომელსაც გადაუდებელი მკურნალობა სწორედ ამ კონცერტის ფარგლებში შარშან ჩაუტარდა. დღეს მომღერალი თავს კარგად გრძნობს და ახლა უკვე სხვების გადასარჩენად იმღერებს.