საჯარო სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი იწყება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, გარკვეული ცვლილებები და სიახლეებია სასწავლო ნაწილში. მათ შორის ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ასევე ინკლუზიური განათლების კუთხით.
პროგრამით განსაზღვრული ყველა მოსწავლე წიგნების სრულ კრებულს მიიღებს. წელს სამი ახალი სკოლა იხსნება. 500-მდე შენობას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გაფართოვდება მოსწავლეების ტრასპორტით უზრუნველყოფის პროგრამაც და ამით 60 ათასი ბავშვი ისარგებლებს. ასევე დაწყებულია სკოლების დირექტორების გადამზადება, იზრდება მასწავლებელთა ხელფასი.
დღეს სასწავლო-სააღმზრდელო წელი საბავშვო ბაღებშიც იწყება.
სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლების მინისტრი ულოცავს. მილოცვა განათლების სამინისტრომ გაავრცელა.