13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა დღეს ნაწილობრივ იხსნება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით. ასევე ხილიანის ქუჩაზე გადასვლა და ვაკეში, ჭავაჭავაძის გამზირზე მოხვედრა.
უახლოეს დღეებში ამ მონაკვეთის გარდა ცალმხრივად აღდგება გზა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის მიმართულებით და გვირაბი, რომელიც იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიას ახალ გზასთან აკავშირებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება უახლეოს პერიოდში იგეგმება.