27 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
"ვუსამძიმრებ ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებს და ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე" - პრემიერი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამძიმარზე მივიდა

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან 1990-იანი წლების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტია დასვენებული.

პანაშვიდზე გმირების პატივის მისაგებად, დღეს პრემიერ-მინისტრი და კაბინეტის წევრები მივიდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ნეშტების გადმოსვენების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

"ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა. მეორე მხრივ, მე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი გმირების ნეშტები გადმოვასვენოთ დროულად. ამ პროცესში, მოგეხსენებათ, ჩართული არის როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ასევე ჩართულია წითელი ჯვარი, ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან ამ პროცესში, ამიტომ მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებს და ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, 13 პირიდან 4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

დღის ამბები