02 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა

სწავლის დაწყება მოსაწვლეებსა და პედაგოგებს პრეზიდენტმა მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში იმყოფებოდა. 

გიორგი მარგველაშვილი სკოლის ეზოში დროშის აღმართვას დაესწრო, რის შემდეგაც პრეზიდენტი სკოლაში შევიდა და პირველკლასელებს პირადად გაესაუბრა. 

„მინდა მივულოცო ყველას, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მათ მშობლებს. მინდა  განსაკუთრებით მოგილოცოთ, ვინც დღეს პირველად სკოლასა და უნივერსიტეტში მიდიხართ. მინდა ერთად ყოფნის, ერთად სწავლის აღტაცება ყველას გაგიზიაროთ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები