20 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
კახეთის გუბერნატორისა და მევენახეების შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს

მევენახეების პროტესტი კახეთში გრძელდება. რამდენიმე დღიანი აქციების შემდეგ გლეხები ამ წუთებში კიდევ ერთხელ იკრიბებიან.

აქცია გურჯაანის გამგეობასთან იმართება. გურჯაანის გამგეობასთან მევენახეების დიდი რაოდენობაა შეკრებილი. გლეხების თქმით, აქ კახეთის თითქმის ყველა რეგიონიდან არიან ჩამოსულები. მევენახეები სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

მოსახლეობასთან შესახვედრად კახეთის გუბერნატორი მივიდა. მისი და მევენახეების შეხვედრა ხმაურიანად მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები