მევენახეების პროტესტი კახეთში გრძელდება. რამდენიმე დღიანი აქციების შემდეგ გლეხები ამ წუთებში გურჯაანის გამგეობასთან შეიკრიბნენ.
რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ კახეთის გუბერნატორი მევენახეებთან შესახვედრად მივიდა. ირაკლი შიოლაშვილი გლეხების მოთხოვნებს ისმენს. თუმცა მისი თქმით, ყურძნის ფასებს ბაზარი არეგულირებს და არა სახელმწიფო. მისივე განცხადებით, სუბსიდია სახელმწიფოს საჩუაქრია.
"განწყობაა მოსახლეობაში ისეთი თითქოს ფასებს ჩვენ ვარეგულირებთ, ეს არის აბსოლუტურად მცდარი, ეს არის სახელმწიფოს საჩუქარი, რომელიც 35 თეთრის ფარგლებში შემოიფარგლება. რაც შეეხება კერძო სექტორს, რამდენად არის იმისთვის, რომ რა ფასად ჩაიბაროს ყურძენი, ეს არ არის სახელმწიფოს სარეგულაციო ნაწილი, კერძო სექტორი თავის ფასს თვითონ შესთავაზებს, ხოლო სახელმწიფო თავის მხრივ დოტაციას გაუკეთებს,"-განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
კურიერის კორესპონდენტის დასმულ შეკითხვაზე, რომ ერთი კვირაა აქციის ფონზე მხოლოდ ახლა მივიდა მევენახეებთან შესახვედრად გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ ამ შეკითხვას მხოლოდ რუსთავი 2 სვამს. მისი თქმით, ის მუნიციპალიტეტებში დადიოდა და მოსახლეობას ხდებოდა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე