რამდენიმე წუთის წინ საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით ბიძგების ეპიცენტრი სოხუმიდან 36 კილომეტრში დაფიქსირდა
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს სამეგრელოში და ბათუმში. წინასწარი ინფორმაციით ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია.
მიწისძვრის მაგნიტუდა 4.8-ს შეადგენდა.