26 მაისი 2024,   23:28
ვრცლად
ბარბის საოცნებო სახლის კარი მთელი მსოფლიოსთვის გაიღო - ყველა გოგონას საოცნებო თოჯინა ბარბი ყველა რეკორდს ხსნის

ბარბის საოცნებო სახლის კარი მთელი მსოფლიოსთვის გაიღო. ყველა დროის, ყველაზე ცნობილმა თოჯინამ რეალურ ცხოვრებაში შემოაბიჯა. ყველა ბავშვის საყვარელი ქერათმიანი, ცისფერთვალება თოჯინა - კაბებით , მაკიაჟით , აქსესუარებით და სახლით, - ახლა უკვე მხატვრული ფილმის გმირად იქცა.

მსოფლიოს მთავარი თოჯინა - მარგო რობი გახდა, რომელსაც ბარბებით არასდროს უთამაშია. არც კენი ყოფილა რაიან გოსლინგის საყვარელი სათამაშო.

ამის მიუხედავად, ფილმი უკვე იქცა ყველაზე მოთხოვნად კომედიად, რომლის მოგებამაც მსოფლიო მასშტაბით 337 მილიონი დოლარი შეადგინა. ბარბის და კენს კი არაერთ საერთაშორისო ჯილდოს უწინასწარმეტყველებენ.

ახლა მთავარი ფერი - ვარდისფერია. ვორნერ ბრაზერსმა და სათამაშოების ქსელ - Mattel-ის მარკეტინგულმა ჯგუფმა, მსოფლიო ვარდისფრად შეღება. ვარდისფრად არის განათებული "ლონდონის თვალი". თაუერის ხიდის წინ, პოლიციის ვარდისფერი ჯიხური დგას. შავი ტაქსების ნაცვლად -ქუჩებში ვარდისფრად შეღებილი მანქანები დადიან. ფილმის პრემიერის შემდეგ, ქუჩებში ვარდისფერი სამოსი მომრავლდა. კინოთეატრებში მაყურებელი ბარბის სანახავად, თოჯინას საყვარელ ჩაცმულობას და ფერს ირჩევენ. სხვადასხვა წამყვანმა ბრენდებმა მთავარ ფერად - ვარდისფერი აირჩიეს, მათ შორის "გუგლმაც", სადაც სიტყვა ბარბის ჩაწერის შემდეგ ყველა სტატია ვარდისფერია.

კომედიამ, რომელიც უკვე სამი დღეა მსოფლიოს კინო ეკრანებზეა, ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ბარბის რეჟისორი, გრეტა გერვიგი ისტორიას წერს, როგორც ყველაზე დიდი შემოსავლიანი ქალი რეჟისორი. პრემიერის დღეს, გერვინგმა, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში 155 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამავე დღეს,"ოპენჰამერის" მსოფლიო პრემიერაც შედგა, კონკურენტ ფილმს ბარბიმ - 163 მილიონი დოლარით მოუგო.

ერთი შეხედვით ლამაზ და წარმატებულ თოჯინას, შეიძლება ადამიანური ფიქრებიც გაუჩნდეს. ასეთია ფილმის ფინალი, რომელიც ბარბის ზღაპრული და რეალური სამყაროს ირგვლივ ვითარდება, .

დღის ამბები