საქართველოში ამერიკას ახალი ელჩი იან კელი ყავს. კელიმ დრეს პირველი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. დიპლომატი საქართველოში მის პირველ ვიზიტზე და იმ საბაზისო ცოდნაზე საუბრობს
რომელიც მას საქართველოსთან დაკავშირებით აქვს.
"პირველად 1976 წელს ვიყავი თბილისში. შთამბეჭდავი იყო ქალაქის ენერგია და სილამაზე.
მოუთმენლად ველი, გამოვიყენო დიპლომატიაში დაგროვილი ოცდაათწლიანი გამოცდილება და დავეხმარო საქართველოს, რათა მან სრულად განაცორციელოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები. ამერიკა საქართველოს გვერდით დგას, რათა ის თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული ევროპული სახელმწიფო გახდეს," - აცხადებს ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში იან კელი.
შეგახსენებთ, რომ იან კელიმ საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შეცვალა.