20 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
კახეთში გიორგი ღვინიაშვილს სახეში გაარტყეს

იცნიდენტი მოხდა კახეთში აქციაზე. რამდენიმე წუთის წინ უცნობი მამაკაცი აქციაზე შეიჭრა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

არსებული ინფორმაციით პირი ვინც ღვინიაშვილს შეუწაცხყოფა მიაყენა ლაგოდეხელი გიორგი ჭანყოშვილია. ჭანყოშვილი მოითხოვდა, რომ დეპუტატს ტერიტორია დაეტოვებინა. 

არსებული ინფორმაციით დაკავებულია დეპუტატზე თავდამსხმელი პირიც. 

გიორგი ღვინიაშვილი მომხდარს პრემიერმინისტრის განცხადებას უკავშირებს. 

"მივმართავ ღარიბაშვილს მე ამ დარტყმას ავიტან, მაგრამ ეს დარტყმა იყო არა ჩემი მისამართით, არამედ კახელი გლეხების მისამართით," - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

გიორგი ღვინიაშვილი კახეთის ყოფილი გუბერნატორია.

დღის ამბები