20 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
შს მინისტრმა დაღუპული თანამშრომლების შვილებს სწავლის დაწყება მიულოცა

გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების შვილებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.

მინისტრმა 2015 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ბექა მარგიშვილის შვილი სკოლაში პირადად წაიყვანა, ხოლო გიორგი ბერუაშვილის შვილი მამამისის მეწყვილე გიორგი მახარაშვილმა მიაცილა.

სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპული პოლიციელების შვილებს, უფროსკლასელებს გურამ დოჩანაშვილის წიგნი „სამოსელი პირველი“ გადასცეს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კი - სასკოლო ჩანთა, მაჯის საათი და სასკოლო ნივთები.

დღის ამბები