პარლამენტის თბილისის შენობაში დღეს გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში.
განხილვის მთვარი თემა საკანონმდებლო გამჭვირვალობის საკითხებია.
კონფერენციის გახსნისას სწორედ ამ თემაზე ისაუბრა პარლამენტის თვმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით ბოლო დროს ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივებისა და ახალი კანონების შესახებ უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა გააკრიტიკეს პარლამენტის თავმჯდომარის ეს გამოსვლა და აღნიშნეს, რომ არათუ მოქალაქისთვის პარლამენტის წევრებისთვისაც კი ძნელია საჯარო ინფორმაციის დროული მოპოვება.
მეტიც საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება "ღიმილის მომგვრელი" და "უხერხული" იყო.