20 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
კახეთში პოლიციამ ცენტრალური გზის ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გახსნა

კახეთში პოლიციამ ცენტრალური გზის ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გახსნა. სწორედ ამ დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 3 მონაწილე დააკავეს. 

დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედავებიან. 

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ამ დრომდე უცვლელია, ისინი კვლავ გურჯაანი-ბაკურციხე-თბილისის  ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იმყოფებიან. 

მევენახეები არ გამორიცხავენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები, თბილისში პარლამენტის შენობასთან გაგრძელდეს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები