თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლებმა სითი პარკის ავტოსადგომზე ავტომობილების ევაკუაცია და 60 ლარიანი ჯარიმა გააპროტესტეს.
კახა კუკავა და მისი თანაპარტიელები, თამარ მეფის გამზირზე მდებარე საჯარიმო ავტოსადგომთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.
თავისუფალი საქართველოს წევრების თქმით, ისინი დარჩებიან ადგილზე და ხელს შეუშლიან ავტომობილების სითი პარკის ტერიტორიაზე შემყვანას.
კახა კუკავა მოუწოდებს თბილისელებს, რომ ჯარიმის გადახდის ქვითარი თავისუფალი საქართველოს ოფისში მიიტანონ.
"თავისუფალი საქართველო ასაჩივრებს სითი პარკის მიერ ევაკუირებული ავტომანქანების მძღოლებისთვის გამოტანილ ქვითრებს. შეტანილი გვაქვს ასამდე საჩივარი თბილისის მერიაში და ასივე საჩივარი მოვიგეთ,“ - განაცხადა კახა კუკავამ.