20 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
"ლეიბორისტულმა პარტიამ" პირველკლასელებისთვის მეორადი წიგნების დარიგება გააკრიტიკა

ლეიბორისტული პარტია ახალი სასწავლო წლის დაწყებასთნ დაკავშირებით სასკოლო სახელმძღვანელოებზე ხელისუფლების მიდგომას აკრიტიკებს.

გიორგი გუგავას თქმით, ხელისუფლებამ პირველკლასელებს "შელანძღული" სახელმძღვანელოები გადასცა.

ლეიბორისტები მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს, გაიღოს თანხა ახალი სახელმძღვანელოების დასაბეჭდად.

„ხელისუფლებამ, რომელიც ჩვენგან წართმეული მილიონებით საკუთარ შვილებს აგზავნის უცხოეთში ძვირადღირებულ სასწავლებლებში, ჩვენი შვილებისათვის ვერ გაიმეტა ახალი წიგნები და შეაჩეჩა მათ მეორადი და მესამედი მოხმარების შელახული წიგნები. მივმართავთ ივანიშვილს, კეთილი ინებოს და საკუთარი მილიარდებიდან ახალი წიგნების დასაბეჭდად მაინც გაიღოს მცირედი თანხა,“ - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.

 

 

 

დღის ამბები