20 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
ახალი სასწავლო წელი - მოსწავლეებს სწავლის დაწყება ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა მიულოცეს

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ქვეყნის ორი ათასამდე საჯარო სკოლაში, ათასობით მოსწავლე სასწავლო პროცესში ჩაერთო. 

რამდენიმე სკოლაში დღეს დილიდან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს პედაგოგებსა და მოსწავლეებს.

პრეზიდენტმა პირველ კლასელებს სწავლის დაწყება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მიულოცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განათელების მინისტრთან ერთად სოფელ წილკანში ახალი საჯარო სკოლა გახსნა.

ძალოვანი უწყების მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა სწავლის დაწყება მიულოცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების შვილებს.

პრემიერისგან განსხვავებით, დღეს მშობელთა ნაწილი წიგნების ხარისხით უკმაყოფილო იყო.

ავტორები: დავით ქაშიაშვილი. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები