27 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
ბათუმი ბიძინა კვერნაძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტს უმასპინძლებს

ბათუმი ბიძინა კვერნაძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტს უმასპინძლებს. ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებები დღეს 8 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში აჟღერდება.

მსმენელის წინაშე წარსდგება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. ბიძინა კვერნაძის კომპოზიციებს ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, სოფო ხალვაში, ნატალია ქუთათელაძე და ანსამბლი "შვიდკაცა" შეასრულებს. სცენაზე გაცოცხლდება ცნობილი მელოდიები კინოფილმებიდან და სპექტაკლებიდან.

დღის ამბები