ტუსირსტული კომპანია ALLTOURS-ის საქმიანობით დღეს ფინანსური პოლიცია დაინტერესდა.
აღმოჩნდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა ბილეთები აირზენას ჩარტერულ რეისზე ისე გაყიდა, რომ ავიაკომპანიის ანგარიშზე თანხა სრულად ჩარისხული არ ჰქონდა.
17 ათას ლარამდე არსებული დავალიანების გამო კი აირზენამ ანტალია-თბილისის რეისი გაურკვეველი დროით გადადო.
ALLTOURS-ის დირექტორი დღეს აცხადებდა, რომ ავიაკომპანიისგან გადაწყვეტიულება მოულოდნელი იყო. განმარტებების გაკეთება ALLTOURS-ის დირექტორს უკვე ფინანსურ პოლიციაში მოუწევს.
რა პირობების მიხედვით მოხდა შეთანხმება ტუსისტულ და ავიაკომპანიას შორის ტუროპერატორს არ დაუკონკრეტებია, ALLTOURS-ის საქმიანობას ჯერ ისევ აგრძელებს, თუმცა შესაძლოა მას ანტალიის ინციდენტის გამო საქმიანობის უფლებაც ჩამოერთვას.
ამ კომპანიის მიერ ანტალიაში წასულ 150 მგზავრს აეროპორტში 14 საათიანი ლოდინის შემდეგ გამოსამგზავრებელი ბილეთის საკუთარი ხარჯით შეძენა მოუწია.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.