26 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
"მაჩვენე შენი ხმა"- "რუსთავი 2-ის" ეთერში ახალი მეგაშოუ ახალი სეზონიდან დაიწყება

"რუსთავი 2" ახალ პროექტებზე მუშაობს, რომლებსაც მაყურებელს სექტემბრიდან შესთავაზებს. ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი მეგა შოუა, რომელიც "რუსთავი 2-ზე" ახალი სეზონიდან დაიწყება. "მაჩვენე შენი ხმა" - ეს არის კორეული სატელევიზიო შოუ. გადაცემის მთავარი პრინციპის მიხედვით, ჟიურიმ უნდა გამოიცნოს - შეუძლია თუ არა სიმღერა მის წინ მდგარ მონაწილეს. 

სცენა, სადაც ამ დრომდე უცნობი სახეები პირველად გამოჩნდებიან ყოველდღიურად იცვლება, ნათდება და ლაგდება ისე, რომ კორეული გადაცემის ანალოგი ქართველი მაყურებლისთვის გახდეს ერთნაირად საინტერესო, აზარტული და ხარისხიანი.

ჟიურის წინაშე კი გამოჩნდებიან მონაწილეები, რომლებსაც აქვთ მუსიკალური მონაცემები, პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კონკურსანტებიც, რომლებიც მსაჯების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან. 

ახალი მუსიკალური თავგადასავლის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, პროექტი მონაწილეების მრავალფეროვანი პალიტრით "რუსთავი 2"-ის მაყურებელს ახალ სეზონზე შეხვდება.

 

დღის ამბები