მევენახეების პრობლემასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს დარგობრივი და აგრარული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა უნდა გაიმართოს. შეხვედრაზე დეპუტატები იმ ქარხნების მეპატრონეებთან აპირებენ შეხვედრას, რომლებიც ყურძენს იბარებენ.
კომიტეტის სხდომაზე გლეხები ამ ეტაპზე დასწრებას არ აპირებენ. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ სახელმიწფოს სწორი პოზიცია უკავია.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, სახელმწიფოს ერთადერთი ბერკეტი გააჩნია, რომ თავის მხირდან გარკვეული დახმარებები გაწიოს და სუბსიდირება მოახდინოს.
ოპოზიცია კი აქცენტს ხელისუფლებასა და მოსახლოებას შორის კომუნიკაციის არარსებობაზე საუბრობს. „როცა ხელისუფლბეა არ ესაუბრება მოსახლეობას, ყოველთვის ასეთი პრობლემები იჩენს ხოლმე თავს," - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა.