20 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ფასიანი გადაადგილება თბილისის ქუჩებში - კეთილმოწყობის სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

გახდება თუ არა ფასიანი გადაადგილება თბილისის ცენტრალურ ქუჩებში? თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი უარყოფს ამ საკითხზე გავრცელებულ ინფომრაციას.

ავთანდილ სუდაძე ამბობს, რომ ეს თემა თბილისის მერიაში არც განხილულა.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტი საცობების პრობლემის მოსაგავრებლად არაერთი სქემის შემუშავებას აპირებს, თუმცა ამჟამად კონკრეტული გეგმა არ არსებობს.

ამ მხრივ ქალაქში ვითარების შედარებით განმუხტვას ელოდებიან ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის მეორე მონაკვეთის გახსნის შემდეგაც. 

 

 

დღის ამბები