20 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ვინ შეიმუშავებს თბილისის მიწათსარგებლობის გეგმას? - გამარჯვებულის ვინაობა დღეს გაირკვევა

დღეს უნდა გახდეს ცნობილი კონკურსში გამარჯვებული იმ კონსორციუმის ვინაობა, რომელმაც პირველად თბილისის მიწათსარგებლობის დეტალური გენერალური გეგმა უნდა შეიმუშავოს.

ანგარიში კონკურსის შესახებ, დედაქალაქის მერმა და საერთშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებმა პრემიერმინისტრს წარუდგინეს.

„ყველა წინა მოსამზადებელი სამუშაო, რაც არსებული მდგომარეობის შეფასებას და კვლევას ეხებოდა, რა თქმა უნდა, გაკეთებული იყო, ეს დაედო საფუძვლად კონკურსის გამოცხადებას," - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისს, ისტორიაში პირველად, სივრცით–ტერიტორიული განვითარების მართვის სრულყოფილი დოკუმენტი ექნება.

 კონკურსში 11 მსხვილი კონსორციუმი მონაწილეობდა. 

 

დღის ამბები